იულია ტიმოშენკოს პატიმრობის პირობების გამო, უკრაინაში აღარც ხორვატიის პრეზიდენტი, ივო იოსიპოვიჩი გაემგზავრება. იოსიპოვიჩი უკვე მეექვსე ქვეყნის ლიდერია, რომელიც იალტაში, 11-12 მაისს დაგეგმილ ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამიტს ბოიკოტს უცხადებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იალტაში დაგეგმილ სამიტს ბოიკოტი გერმანიის, ჩეხეთის, სლოვენიის, ავსტრიის და იტალიის პრეზიდენტებმა გამოუცხადეს. ევროპელი ლიდერების პროტესტი პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ ციხეში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინტერპრესნიუსი
ე.შ
|