მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 28 მარტს, ოდესაში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ორგანიზატორები არიან, საქართველოს გენერალური საკონსულო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

პრეზენტაციას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი გამართავს.

ღონისძიების მიზანია, ტურიზმის სფეროში საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის ხელშეწყობა და საქართველოს ტურისტული ბაზრის ათვისებისთვის პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს ტურისტული ბიზნესის წარდგენა.

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ტურისტულ პროექტებს გაეცნობიან. პრეზენტაციაზე დაგეგმილია ასევე, ქართული ღვინოებისა და კერძების დეგუსტაცია.

'ჯი-ეიჩ-ენი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები