მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. როგორც რუსული და უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორმა ოლეგ ვოლოშინმა განაცხადა .
'უკრაინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება. უკრაინა არ აღიარებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობას. საქართველოს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და მეგობარს პოსტსაბჭოთა სივრცეში', - განაცხადა ვოლოშინმა. 
მისივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო საქართველოში ვიზიტით ჩავა. იგი ქვეყნის ხელისუფლებასთან პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე იმსჯელებს. 
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დღემდე მოსკოვის გარდა მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები