მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უკრაინელმა დეპუტატმა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს სახელმწიფოს კიბო უწოდა

უკრაინის ქართული სათვისტომო და ასევე ადგილობრივი აზერაიჯანული დიასპორა აღშფოთებულია უკრაინის სახალხო დეპუტატის ფეოდორ ნეგოის განცხადებით, რომელმაც აზერბაიჯანელები და ქართველები შეურაცხყო.

ნეგოიმ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს უკრაინის კიბო უწოდა. უკრაინის რადას დამოუკიდებელმა დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა - 'შეხედეთ, ჩვენთან ბაზრებში აზერბაიჯანელები და ქართველები ვაჭრობენ - ეს არის კიბო ჩვენი სახელმწიფოსათვის. რუსეთმა გაყარა ისინი, მაგრამ ჩვენთან უკრაინაში მოთბნენ~.

უკრაინის ქართული ორგანიზაციები აპირებენ ჩაატარონ სპეციალური შეკრება და უკრაინელი დეპუტატის გამონათქვამის გამო მიმართვა გაუგზავნონ სხვადასხვა ინსტანციებს. ნეგოის განცახდება დაგმეს უკრაინაში საქართველოსა და აზერბაიჯანის ელჩებმა გრიგოლ ქათამაძემ და ეინულა მადატლიმ, სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნად საპროტესტო წერილს ამზადებს აზერბაიჯანელთა სათვისტომოც.

პარტია რეგიონების დეპუტატი ალექსანდრე ფელდმანი კი გენპროკურატურაში შესატანად სარჩელს ამზადებს, რათა ქსენოფობიური განცხადების გამო მის კოლეგას სადეპუტატო მანდატი ჩამოერთვას.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები