მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უმრავლესობის მიმართვას ოპოზიცია პასუხობს



აღნიშნულ თემას პარლამენტის ვიცე სპიკერი და კოალიცია „ქართული ოცნების' ერთ-ერთი წევრი დავით საგანელიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. 

საგანელიძე ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან არაერთხელ აჟღერებდა მოსაზრებას, რომ პრემიერის „დიქტატურის' გამო ის იძულებული იქნებოდა კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინა და მთავრობა დაეთხოვა. 

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტს ამგვარი ქმედების საშუალებას 2004 წელს შეტანილი ცვლილება აძლევდა. რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა პარლამენტის მხარდაჭერის გარეშეც შეეძლო. 

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიზნად ისახავს პრეზიდენტისთვის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის უფლებამოსილების შეზღუდვას და საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას. 

ცვლილებების დაკანონებას საკონსტუტიციო უმრავლესობა - 100 ხმა სჭირდება. დავით საგანელიძემ დღეს „ნაციონალურ მოძრაობის' ზოგიერთ წევრს შეაპარა, რომ მათ აქვთ უფლება საკონსტიტუციო საკითხზე ინდივიდუალურად გამოთქვან აზრი და დააფიქსირონ პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის წევრებას უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ ხალხისათვის ძალაუფლების დაბრუნებას'.

დავით საგანელიძე: ვინც კონსტუტუციურ ცვლილებას მხარს არ დაუჭერს იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირებაზე. ანუ აცხადებს, რომ სახელმწიფო ეს სააკაშვილია, ჩვენ კი ვაცხადებთ რომ სახელმწუფო ეს - ქართველი ხალხია. 

პარლამენტის ვიცესპიკერი ირწმუნება, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო, „ქართულ ოცნების' მიზანი მაინც მიღწეული იქნება. საგანელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მსოფლიო ლიდერები დარწმუნდებიან, რომ სააკაშვილი ამ ცვლილებებმა და ძალაუფლების დაკარგვამ შეაშინა. 

ამასთან როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, „ქართული ოცნება' მზადაა პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებაზე დებატებში დაჯდეს ოპოზიციასთან. 
საგანელიძემ დღეს ერთგვარი ულტიმატუმიც წაუყენა „ნაციონალური მოძრაობის' წევრებს. ვინც ამ თემაზე დისკუსიას არ გამართავს ჩვენთან , მათთან სხვა საკითხის განხილვას არ ვაპირებთო. 

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივებს სოციალური ქსელით მალევე გამოეხმაურა დეპუტატი გოგა ხაჩიძე.

 „ანუ რაო?... რა გვინდაო?... მხარს თუ დაგვიჭერთ, კარგი ხალხი იქნებით, თუ არა და არაო?... ღმერთო რატომ დამაყენე ამ დილემის წინაშე!.... რა ვქნათ კოლეგებო?!...',- კითხულობს დეპუტატი. 

რამდენიმე წუთის წინ კი საგანელიძის განცხადებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც' გამოეხმაურნენ.  პარტიის სახელით განცხადება დავით ბაგრაძემ გააკეთა. 

ბაქრაძე: „ამ სატელევიზიო გამოსვლაშიც კი ჩვენმა კოლეგებმა პირდაპირი მუქარისგან თავის შეკავება ვერ შეძლეს. ეს იყო პირდაპირი შანტაჟი და ზეწოლა. ის ფორმა, რითაც ისინი საპარლამენტო უმცირესობას მიმართავდნენ, იყო ულტიმატუმი. ასეთი ენით საუბარი ჩვენთვის მიუღებელია. ის რომ ისინი ხმებს ვერ იღებენ, დიდწილად განპირობებული იქნება ურთიერთიერთობის ასეთი ფორმით'. 

„ნაციონალური მოძრაობის' ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას დაუხატოს ისეთი სურათი, რომ მას მუშაობაში ოპოზიცია უშლის ხელს. 

„მინდა დავამშვიდო ხელისუფლება - არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს, თუ მათ რაიმე სიკეთის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხისთვის, აგერ ბურთიც და მოედანი. თავი დაანებონ კუდიანების ძებნას და ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობის' დადანაშაულებას და საკუთარი პარტიის რიგებში ჩვენ მიერ „შეგზავნილი' აგენტებზე საუბარს. იმუშაონ და აკეთონ საქმე',- განაცხადა ბაქრაძემ. 

უმცირესობის ლიდერმა უმრავლესობას ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის სანაცვლოდ საკუთარ წინადადებები წაუყენა. 

„თუ მათ მაინც აქვთ იმის შიში, რომ ეს მექანიზმი გამოყენებული იქნება და აპრილში მთავრობას კრიზისი ემუქრება, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ თემაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ. მზად ვართ, რომ მათ ჰქონდეთ გარანტიები, რომ არ ეშინოდეთ საკუთარის სკამებისა და ხელისუფლების დაკარგვის, მაგრამ ამ ქვეყანაში ბევრი სხვა შიშიც არსებობს. 

ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ ბევრი სხვა ფორმით, რომელიც სკამების დაკარგვასთან ერთად, ჩვენ მოსახლეობას სხვა შიშებსაც მოუხსნის. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ შიში, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.

ამიტომ ჩვენ მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მივცეთ და მთავრობას მოვუხსნათ საკუთარი სკამების დაკარგვის შიში და ამავე დროს, ამასთან ერთად მოვხსნათ ის შიში, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, რომ შესაძლოა, საქართველოს ევროპული კურსი იყოს შეცვლილი და ეს გავეკეთოთ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთად', - განმარტა დავით ბაქრაძემ. 

საგანელიძის მუქარა-განცხადება

 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები