მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უმცროსი ჯორჯ ბუში აშშ-ის ყველაზე ძვირი პრეზიდენტი აღმოჩნდა

ამერიკულმა ხაზინამ 2012 წელს 1,3 მილიონი დოლარი დახარჯა უმცროსი ჯორჯ ბუშის შენახვაზე, რომელიც ამის წყალობით ყველაზე „ძვირიანი' აღმოჩნდა ცოცხალ პრეზიდენტყოფილთა შორის, იუწყება Associated Press. ბუშის შენახვის ხარჯები - 200 ათასი დოლარი - გამოიყოფა მისი ყოველწლიური პენსიიდან, დაახლოებით 100 ათასი დოლარი მისი აპარატის შენახვას სჭირდება, ასევე გამოიყოფა ხარჯები მისი ფრენებისთვის, ოფისისთვის, საფოსტო და სხვა მომსახურებისთვის. 

ამას გარდა, ახალგადარჩეულ პრეზიდენტებზე პირველ წლებში შედარებით „გაბერილი' ხარჯები გამოიყოფა, რაც ამ მხრივაც განასხვავებს მათ სხვა ყოფილებისგან.

ამ სიაში მეორეა ბილ კლინტონი, რომლის შენახვაზეც ამერიკელებმა 2012 წელს დაახლოებით მილიონი დოლარი დახარჯეს. თანხის ძირითადი ნაწილი (442 ათასი დოლარი) ნიუ-იორკის ოფისის არენდაზე წავიდა.

უფროსი ბუში გადამხდელებს 850 ათასი დოლარი დაუჯდათ, ხოლო ჯიმი კარტერი - 500 ათასი. რაც შეეხება პრეზიდენტების ქვრივებს, მათ უფლება აქვთ წელიწადში 20-20 ათასი დოლარი მიიღონ. ნენსი რეიგანმა 2012 წელს უარი თქვა ამ ფულის მიღებაზე, თუმცა სახელმწიფოდან საფოსტო ხარჯებისთვის 14 ათასი დოლარი მაინც მიიღო. მთელ ამ ხარჯებში არ შედის პირადი დაცვის, ასევე საიდუმლო სამსახურის შენახვა, რომლებიც ყველა ყოფილ პრეზიდენტსა და მათი ოჯახის წევრებს იცავს. საიდუმლო სამსახურის ბიუჯეტი ამ ჩამონათვალში გასაიდუმლოებულია. 

2012 წელს სენატში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტყოფილთათვის მხოლოდ 200 ათასი დოლარის გადახდას ითვალისწინებდა, მაგრამ კანონმდებლებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები