მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უნგრეთის დედაქალაქში თბილისის მოედანი გაიხსნა

2013 წლის 7 მარტს უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში გაიმართა თბილისის მოედნის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

თბილისის მოედანი საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ და ბუდაპეშტის ვიცე-მერმა ტამაშ სენტეშმა გახსნეს.

ცერემონიალზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ ბუდაპეშტის ვიცე-მერს გადასცა საელჩოს მედალი „საქართველოს მეგობარი' ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

ბუდაპეშტში საქართველოს საელჩო თბილისის მოედნის გახსნის საკითხზე მოლაპარაკებებს 2010 წლიდან აწარმოებდა. მოლაპარაკებების შედეგად, ბუდაპეშტის მერიის გენერალური ასამბლეის 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქალაქის ერთ-ერთ მოედანს მიენიჭა თბილისის სახელი. აღსანიშნავია, რომ ბუდპეშტში 2010 წელს ასევე დაარსდა შოთა რუსთაველის მოედანი და დაიდგა პოეტის ძეგლი.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები