მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უშიშროების საბჭო დიპკორპუსს კიბერუსაფთხოების სტრატეგიის პროექტის სამუშაო ვარიანტს წარუდგენს

საქართველოს უშიშროების საბჭო დიპლომატიურ კორპუსს დღეს, საქართველოს კიბერუსაფთხოების სტრატეგიის პროექტის სამუშაო ვარიანტს წარუდგენს . შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელია უხელმძღვანელებს და ის ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა შეხვედრის ინიციატორი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიცაა.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები