მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უჩა ნანუაშვილი: ნიკა გვარამია გაოგნებულია

,,ნიკა გვარამია მისი დაკავების გამო გაოგნებულია', _ განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უცა ნანუაშვილმა, რომელმაც დროებითი დაკავების იზოლატორში ნიკა გვარამიასთან ერთად სხვა დაკავებულებიც მოინახულა.

,,ნიკა გვარამია გაოგნებულია. მას წარმოდგენა არ აქვს რაზეა საუბარი. მისი განცხადებით, ის თავს ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ,,რუსთავი-2'-ში მის როგორც ტელეკომპანიის დირექტორის საქმიანობას უკავშირდება', _ განაცხადა ნანუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულები მოპყრობის პირობებს არ უჩივიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ხეთაგური, ნიკოლოზ გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი დაკავეს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები