მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უცხოური გამოცემები საქართველოს საპატიმროებთან დაკავშირებულ სკანდალზე წერენ

საქართველოს პრეზიდენტი სასწრაფო ზომებს იღებს, ცდილობს რა, ჩაახშოს საპატიმროებთან დაკავშირებული სკანდალი', ამის შესახებ გამოცემა Financial Times  წერს.  
გაზეთი აღნიშნავს, რომ სკანდალი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. სააკაშვილმა კი დაგმო სასტიკი მოპყრობა პატიმართა მიმართ და პოლიციას ციხეებში დროებით კონტროლის აღება უბრძანა. ასევე ბრძანა, რომ ნათესავებს პატიმრების რიგგარეშედ მონახულების უფლება მისცენ.   
საქართველოში არსებულ სიტუაციას ეხმაურება Washingtonpost-ც, რომელიც წერს, რომ  „თავისუფლებააღკვეთილ პირთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის კადრების გავრცელება  საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა'. სწორედ ასეთი სათაურითვე აქვეყნებს გამოცემა სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ სკანდალის მონაწილე პირები დაკავებულები არიან, პრეზიდენტი სააკაშვილი  კი უკვე დაპირდა მოსახლეობას, რომ ინციდენტის მონაწილე ყველა ადამიანი დაისჯება.

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები