მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უწმინდესი: ღმერთს უმადლობელი ადამიანი არ უყვარს

 

ღმერთს უმადლობელი ადამიანი არ უყვარს. ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

'როცა წყალობას ან დახმარებას ვითხოვთ უფლისგან, უნდა ვიცოდეთ, რომ მას მადლობაც უნდა შევწიროთ. ღმერთს უმადლობელი ადამიანი არ უყვარს', - ბრძანა უწმინდესმა.

მან ასევე მომავალი საყოველთაო ნათლობის შესახებ ისაუბრა.

ნათლობაზე, რომელიც დღეს, 17:00 სთ-ზე დაიწყება, პატრიარქი 500-მდე ბავშვის ნათლია გახდება.

ცნობისთვის, პატრიარქის ინიციატივით, ჩვილთა ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები