მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფანჯიკიძის კრახი, ზურაბიშვილის აღზევება...

პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენმაია ფანჯიკიძისკარიერის დასასრულზე.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ადგილსსაქართველო გზის' ყოფილი ლიდერი,   სალომე ზურაბიშვილიდაიკავებს.

ალასანიას ცოლის და, თბილ სკამს სავარაუდოდ,  საერთაშორისო ასპარეზზე განცდილი კრახის გამო დაემშვიდობება.  ოფიციალურ შეხვედრებზე გაკეთებული არადიპლომატიური განცხადებების გამო,  მინისტრმა ქართულ დიპლომატია არაერთხელ მოაქცია ჩიხში.

ლიტვაში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ელჩის მიერ მთიანი ყარაბაღის თემაზე დასმული კითხვის პასუხად, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება, მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდაა შესაძლებელი.  ეს განცხადება,  სომხურ პრესაში მწავავე გამოხმაურების მიზეზი გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს ქართული ოპოზიციის წევრებმაც, რადგან „ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებს,  საგარეო საქმეთა მინისტრი  არაპროფესიონალ დიპლომატად მიაჩნიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ირგვლივ აგორებულ სკანდალს,   „ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

„ამ ჩვენი ცოდვით სავსე საგარეო საქმეთა მინისტრს რა ალაპარაკებს იმ თემებზე, რომელზეც აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის და მსოფლიო პოლიტიკის სხვა წამყვანი ქვეყნების პირველი პირებიც კი არ საუბრობენ, ანდა საუბრობენ ძალიან ფრთხილად?!  მთიანი ყარაბაღის პრობლემა ხომ ურთულესი პრობლემაა!  გადაწყვეტა არ ჩანს შიდა რესურსებით, - ორივე ქვეყნის ელიტები მზად არ არიან ამ პრობლემის გადასაჭრელად!

საქართველოს ტერიტორიული პრობლემა ხომ ურთულესი თემაა!

არც ქართული ელიტა იაზრებს იმას, თუ რა მაგარ „ტრუბაში' ვართ!

და ამ დროს... საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი მაია ფანჯიკიძე აკეთებს „გარღვევას მარცხენა ფლანგზე' და გადის... „აუტში' და ეს - უკვე მერამდენედ!', - წერს გიორხელიძე „ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე.

ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული კომენტარი, მაია ფანჯიკიძის ერთადერთი კრახი არ ყოფილა. ყველას კარგად ახსოვს, გავლენიანი გამოცემა EurActiv.com -ს სტატია, სადაც  ფანჯიკიძე,  უცხოეთში გაკეთებული გაცხადების გამო,  მკაცრად გააკრიტიკეს. გამოცემა წერდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას თავს ესხმის. სტატიას თან ერთვოდა მაია ფანჯიკიძის ინტერვიუ, სადაც ქართველი მინისტრი პროტესტს გამოთქვამდა, რომ რამდენიმე დასავლელმა კონსერვატორმა პოლიტიკოსმა, გაიზიარა სააკაშვილის გზავნილი და გააძლიერა ის საერთაშორისო აუდიტორიისთვის, ამბობს საქართველოს მთავარი დიპლომატი. ის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრიდ მარტენს,  „ქართული ოცნების' მუდმივ ლანძღვაში სდებს ბრალს.

მოგვიანებით,  მაია ფანჯიკიძემ, ევროპის სახალხო პარტიის მიერ,  საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული  სამოქმედო გეგმა დაიწუნა. „არა მგონია, სხვის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გვჭირდებოდეს მაშინ, როცა ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ნატო-სა და აშშ-სთან , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა

გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა, არის კიდევ ერთი და ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი მიზეზი, ქალბატონი მინისტრი  ირაკლი ალასანიას ნათესავია.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.  „საქართველოს გზის'  ყოფილი ლიდერი, საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართული წარმოშობის ფრანგი დიპლომატი, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა პოზიციაში' სტუმრობისას  განაცხადა, პირველი ოქტომბრის შემდეგ,  რამდენჯერაც ჩამოვიდა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილს იმდენჯერ შეხვდა და შესაბამისად, იყო განხილვებიც.

„გვქონდა განხილვა, როგორი იქნებოდა ჩემი დაბრუნება. ყველაფერზე გვქონდა საუბარი, თუმცა არა კონკრეტულ ადგილებზე. მე ვემზადები ყველაფრისთვის. ჯერ გარკვეული არ არის, სად ვიქნები საჭირო', - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები