მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფილიპ გორდონი დავით უსუფაშვილს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვდება. 

შეხვედრა სასტურმო 'თბილისი მარიოტში' დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძეც ესწრებიან. 
შეხვედრის დაწყებამდე, მის არცერთ მონაწილეს, პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები