მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფილიპ გორდონი - მოხარული ვარ, რომ რთულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში

მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც კეთდება საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში,  ფილიპ გორდონმა განუცხადა.
'მოხარული ვარ, რომ რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა მაინც ხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას', - აღნიშნა ფილიპ გორდონმა.
პარლამენტის თავმჯდომარესა და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრა 'თბილისი მარიოტში' დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას  ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები