მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფილიპ დიმიტროვი - თუ საქართველო შეთანხმებას არ შეასრულებს, ევროპის კარი დაიხურება

თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას წარმატებით არ შეასრულებს, ჩვენ ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით , - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო 'რედისონში' ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის 'მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის' პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გამარტივებულიც არ უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდნენ.
'სავიზო და რეადმისიის შეთანხმება ერთი მედლის ორი მხარეა და შეუძლებელია, ერთ-ერთის წარმატებით განხორციელება მეორის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის დახურული კარის მიღმა აღმოვჩნდებით. კარი დახურული რჩება თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულებისათვის. სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებს ცვლილებებს ერთბაშად არ მოუტანს. აუცილებელია, რომ ადამიანები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნებს. ყველა ადამიანი, რამდენადაც გამარტივებული არ უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, აუცილებლად ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდეს', - განაცხადა დიმიტროვმა.
ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის ხელშეკრულება პირველი მარტიდან ამოქმედდა.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები