მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფილიპ დიმიტროვი: საქართველომ გამოცდა თითქმის წარმატებით ჩააბარა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, საქართველოსთვის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდა იყო.

როგორც დიმიტროვმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში' მიმდინარე პრესკონფერენციის დროს განაცხადა, ეს გამოცდა ქვეყანამ თითქმის წარმატებით ჩააბარა.

„მე ვამბობ, რომ ეს გამოცდა თითქმის წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს არა თითქმის, არამედ აბსოლუტურად შეუძლია, მსგავსი ტიპის გამოცდა მომავალში წარმატებით ჩააბაროს',- დასძინა მან.

ელჩის შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახლა აქვთ მიზეზი, რომ პოლიტიკური თამაშის მონაწილეებსაც და მოქალაქეებსაც მადლობა გადაუხადონ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები