მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფრანსუა ოლანდი ახალი კურსის შექმნას იწყებს

ახლადარჩეულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა   მთავრობის ფორმირება დაიწყო. მან კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ ხელს შეუწყობს საფრანგეთის განვითარებას და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი თავისი ვალის მოსახდელად იმუშავებს.

„მან უნდა იმოქმედოს სწრაფად რათა დაარწმუნოს  ევროკავშირის სხვა ქვეყნები, რომ ის არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე' - წერს BBC.  

ფრანსუა ოლანდი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელახალი მოლაპარაკებებისაკენ, რომელსაც იცავდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი და ნიკოლა სარკოზი.

ოლანდის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა, პიერ მოსცოვიციმ, საინფორმაციო სააგენტო „ფრანსპრესს' განუცხადა, რომ „ძლიერი საფრანგეთი-გერმანიის ურთიერთობა არის ევროპის ინტერესებში.'

BBC წერს - მისტერ ოლანდს განსაკუთრებული იმედით ახალგაზრდები უყურებენ, რადგან სჯერათ, რომ ის შეძლებს სამუშაო ადგილებისა და ხელფასის გაზრდას. ამის იმედს მათ მისივე განცხადება აძლევს: „წინ დავაყენებ ჩემს ვალდებულებებს, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური მდგომარეობა'.

საზოგადოებასთან შეხვედრისას კი განაცხადა: „ჩვენ ევროპა გვიყურებს. სიმკაცრე არ უნდა იყოს ერთადერთი აზრი'.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები