მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფრაქცია 'ერთობა სამართლიანობამ' სამთავრობო საათის ფორმატში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობის,, წევრებმა სამთავრობო საათის ფორმატში გამართული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის სხდომის დაწყებისას, სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთლმა განაცხადა, რომ სხდომის დაწყებამდე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აცნობა, რომ საკმაოდ სერიოზული და საგანგებო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება სამთავრობო საათზე. მის ნაცვლად პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე გამოცხადდა.

საპარლამენტო ოპოზიციისათვის გაუგებარია, რატომ გაუჩნდათ პროტესტი სამთავრობო საათის ინიციატორებს, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, როდესაც იუსტიციის მინისტრის უკრაინაში ვიზიტის გამო, მათ თავად მოითხოვეს მოადგილის გამოცხადება.

ფრაქციას მინისტრებთან სულ 10 შეკითხვა ჰქონდა გადაგზავნილი. მინისტრის მოადგილეები ამ კითხვებს ავტორების მიერ დარბაზის დატოვების მიუხედავად მაინც პასუხობენ.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები