მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ფრენკ ვიზნერი - საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი რეალობის შესახებ კარგი ინფორმაცია მივიღე

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი რეალობის შესახებ კარგი ინფორმაცია მივიღე, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა, ელჩმა ფრენკ ვიზნერმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 
მისივე თქმით, პირისპირ შეხვედრაზე ახლოს გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და კარგი გაკვეთილი მიიღო. 
'საქართველოში ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ველოდები, რომ გვექნება თანამშრომლობის და ერთად მუშაობის საშუალება. ძალიან დაინტერესებული ვარ საქართველოს, საქართველოს დემოკრატიის მომავლით. ბოლო 20 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ისტორიას ისე მჭიდროდ, როგორც ამის გაკეთება ამერიკელებს შეუძლიათ. მე მჯერა იმ კურსის, რომელიც აირჩიეთ ძლიერი დემოკრატიისთვის, ისეთი დემოკრატიისთვის, რომელიც იქნება რეგიონში მშვიდობის გამავრცელებელი. ეს ჰარმონიაშია ევროატლანტიკური საზოგადოების და ჩემი ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ამასთან დაკავშირებით, მე ღრმად ვრჩები ჩართული კერძო სექტორში და მთავრობაში. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, შევხვდე დღეს ბატონ ივანიშვილს. ყველა თქვენგანს გისურვებთ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში იპოვოთ თქვენი დემოკრატია, შექმნათ ინსტიტუტები, რომლებიც გამძლე ღირებულებებზე იქნება დამყარებული',- განაცხადა ფრენკ ვიზნერმა.
ამერიკელ სტუმარს ჟურნალისტებმა კითხვაც დაუსვეს, ხომ არ შეიცავს რაიმე მესიჯებს მისი სტუმრობა საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ფრენკ ვიზნერი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან გადადგომის შესახებ. 
თუმცა როგორც ფრენკ ვიზნერმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ორ ძალიან განსხვავებულ სახელმწიფოს შორის რაიმე ზუსტი პარალელები არსებობს. 
'საქართველომ დაიწყო დემოკრატიის პროცესი. ახლა ჩვენ ყველას გვინდა, ვნახოთ რეალური, ღრმა დემოკრატია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ქართველი, ხელისუფლება და ოპოზიცია. საქართველოს ამის გაკეთების გამოცდილება აქვს. საქართველოს მთელ მსოფლიოში ჰყავს მეგობრები და პარტნიორები. ახლო აღმოსავლეთი კი, ძალიან განსხვავებული გარემოა. ამდენად, უხერხულია რაიმე პარალელების გავლება. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს გამოცდილებას, ისტორიას, მომავალს და ისე შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ ქვეყანაზე ზრუნავს',- აღნიშნა ფრენკ ვიზნერმა. 
აშშ-ის ყოფილი ელჩი გაერო-ში ფრენკ ვიზნერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. პირისპირ შეხვედრა ვიზნერსა და ივანიშვილს შორის 'ქართული ოცნების' ლიდერის ბიზნესცენტრში დღეს გაიმართა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები