მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქაიროში შეტაკება მსხვერპლით დასრულდა

ქაიროში, ჰოსნი მუბარაქის მომხრეებისა და მოწინააღმდეგების შეტაკებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, - ამის შესახებ ეგვიპტური სააგენტო 'ალ-ახრამი' იუწყება. 
შეტაკება პოლიციის აკადემიასთან მოხდა, სადაც მუბარაქის, მისი ვაჟიშვილებისა და შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელების სასამართლო უნდა გაიმართოს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ქვებს ესროდნენ.
პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა სცადა, თუმცა ხანმოკლე პაუზის შემდეგ, შეტაკება ახალი ძალით განახლდა.
მანამდე ეგვიპტის შსს აცხადებდა, რომ პოლიციის აკადემიასთან წესრიგს 9 ათასი პოლიციელი და სამხედრო დაიცავდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები