მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქარ­თ­ვე­ლი მა­ფი­ო­ზე­ბი წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ევროპაში მოქმედი მაფიოზური დაჯგუფების ლიდერებზე - ძმებ ლაშა და კახა შუშანაშვილებზე ძებნა ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით გამოაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ევროპაში მოქმედი მაფიოზური დაჯგუფების ლიდერებზე - ძმებ ლაშა და კახა შუშანაშვილებზე ძებნა ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით გამოაცხადა.

წითელი ცირკულარის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან ძებნილები დააპატიმრონ და მისი ექსტრადაცია განახორციელონ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბით, «კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს» ლა­შა და კა­ხა შუ­შა­ნაშ­ვი­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 223 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით - «კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბი­სა» და 181 მუხ­ლის 'ა' და 'გ' ქვე­პუნ­ქ­ტით - გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბე­ბი და­უს­წ­რებ­ლად წა­რედ­გი­ნათ, ორი­ვე­ზე და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა და გა­მოცხად­და ძებ­ნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ ისი­ნი წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში შე­იყ­ვა­ნა.

გარ­და ქარ­თ­ვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი­სა ლა­შა და კა­ხა შუ­შა­ნაშ­ვი­ლებ­ზე ევ­რო­პელ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­საც აქვთ ძებ­ნა გა­მოცხა­დე­ბუ­ლი.

გა­სუ­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და ერ­თობ­ლი­ვი მას­შ­ტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია JAVA, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რიც ეს­პა­ნე­თი იყო და რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნიც, ევ­რო­პა­ში მოქ­მე­დი ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რ­თა და მა­თი ქარ­თ­ვე­ლი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა იყო.

«ეს იყო აქ­ცია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლი «კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ. სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ქარ­თ­ვე­ლი ნათ­ლი­მა­მე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არც ერ­თი არ არის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე,» - ასე შე­ა­ფა­სეს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბა ევ­რო­პელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა, რო­მელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, «ევ­რო­პის ამ­წი­ო­კე­ბე­ლი» ქარ­თუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ლი­ონ ევ­როს აღ­წევ­და.

თუმ­ცა, ევ­რო­პელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა მა­შინ «მთა­ვა­რი სა­მიზ­ნის» - მა­ფი­ო­ზი ძმე­ბი შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. კა­ხა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს, ლა­შა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი კი ბერ­ძენ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს გა­ექ­ცა. ამის გა­მო, ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბერ­ძე­ნი კო­ლე­გე­ბი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

'ეს იყო ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და გაგ­რ­ძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე ლა­შა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა არ მოხ­დე­ბა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ის ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის გა­მო გა­და­ურ­ჩა და­კა­ვე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია შუ­შა­ნაშ­ვი­ლის სა­ლო­ნი­კის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ, მი­სი და­კა­ვე­ბა მა­ინც ვერ შეძ­ლეს,' - გა­ნაცხა­და ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ან­ტო­ნიო სა­ლი­ნას­მა. მი­სი­ვე თქმით, ძებ­ნი­ლი მა­ფი­ო­ზი, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თ­ლოს ნე­ბარ­თ­ვით პო­ლი­ცია ის­მენ­და, ამა­ყობ­და: «და­ვიპყა­რით მთე­ლი ევ­რო­პა.»

ევ­რო­პე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­შა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი მას­შ­ტა­ბურ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უდ­გას სა­თა­ვე­ში, მი­სი ძმა კა­ხა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი კი - ევ­რო­პულ ფრთას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

24 საათი 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები