მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართველები ესტონეთში

ესტონეთში ქართველები მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, პირველი ქართული სათვისტომო კი 1890 წელს შეიქმნა და პირველი ქართული საღამო ამავე წლის 14 თებერვალს შედგა.


დღეისათვის ესტონეთში დაახლოებით 450 ქართველი ცხოვრობს და განსახლებულები არიან ცენტრალურ ქალაქებში. ქართული დიასპორა კი ესტონეთში მცხოვრებ ქართველებსა და მშობლიურ საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე მუშაობს.


მიუხედავად ქართველი ემიგრანტების სიმცირისა, ესტონეთში რამდენიმე სათვისტომო და ორგანიზაციაა დაარსებული, მაგალითად: ესტონურ ქართული კულტურული სათვისტომო „მამული', ქართული კულტურული გაერთიანება „აჭარა', ქართული სახალხო ანსამბლი, ტალინის ქართული ნაციონალური სათვისტომო 'ივერია' და ესტონურ-ქართული კულტურული ცენტრი „თბილისი'.

ესტონეთში ასევე დაარსებულია საკვირაო სკოლა, სადაც მსურველები ქართულ ენას ეუფლებიან.


ქართული დიასპორა ესტონეთში მცხოვრებ ქართველებსა და მშობლიურ საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე მუშაობს.

presa.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები