მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან

თბილისის სპორტის სასახლეში ხვალ, 18 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს დაიწყებს . 
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება, შემდეგ კი - ბოსნია-ჰერცოგოვინა, ლატვია და ჰოლანდია. 
ტურნირის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრებმა რვა საკონტროლო მატჩი გამართა და აქედან ოთხში გაიმარჯვა.
უკვე ცნობილია იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. 
ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი.
ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია ტრამვირებულია და შესაძლოა, რუმინეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს, მომავალი წლის 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები