მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართველი მხატვრის პირველი გამოფენა ლონდონში

„ოქროს თევზი', „შავი გვირილა', „მოცეკვავე ნაძვები, რომლებსაც ზამთარში სცივათ', „საკონცენტრაციო ბანაკის დაწყვეტილი ეკლიანი მავთულხლართები', „მცხეთაში პომპეუსის ხიდი, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: „წარსული წყალში არ უნდა დავახრჩოთ, მას მზე სჭირდება', „მოცეკვავე ბალერინა მინაწერით:  „ქვევიდან ყურებით შენ ღიზიანდები, ზემოდან ყურებით სხვას აღიზიანებ' და ჩამავალი  დიდი წითელი მზისთვის მიცემული პირობა- „კარგად მოგექცევით!'...ეს მხატვარ გოჩა ბაღათრიშვილის სურათებია, ნატურმორტები, პეიზაჟები, პორტრეტები, სულ 100-ზე მეტი ნამუშევარი.

პროფესიით სამხედრო მასწავლებელი გოჩა ბაღათრიშვილი 1980-იანი წლებიდან ხატავს, თუმცა, გამოფენა საქართველოში არასოდეს ჰქონია, მისი პირველი გამოფენა კი ლონდონში 14-27 ივნისს, ოქსფორდის ქუჩაზე მდებარე გალერეაში გაიმართება ქართველი ქალბატონის ნათია აბრამიძის დახმარებით, რომელიც ქართველ მხატვრებს ეხმარება და ცდილობს მათი ნამუშევრები დასავლეთს გააცნოს.

როგორც მხატვარი აცხადებს, მისი ნახატები ღრმა და ფილოსოფიურია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო გამოფენა უცხოელ დამთვალიერებელს შეეფასებინა.

„ჩემი ნახატები ღრმად ფილოსოფიურია, ჩემი სურვილი იყო ისინი უცხოელ დამთვალიერებელს ენახა და შეეფასებინა, რადგან ქართველი მნახველი ნაკლებად აღიქვამს ამას',-აცხადებს მხატვარი.

გოჩა ბაღათრიშვილის ნახატებში სამყაროს აღქმის სხვანაირი უნარი აქვს და რაც მთავარია, ნახატებს წარწერები გააჩნია, რომელიც იშვიათია მხატვართა შემოქმედებაში.

„როდესაც მხატვარს თავისი სურათით რაიმე აზრის გადმოცემა  სურს, წლების შემდეგ საკამათო არ უნდა გახდეს ხელოვნებათმცოდნეებისთვის, სინამდვილეში რისი თქმა სურდა მხატვარს, ამიტომ ჯობია სურათს წარწერები მოჰყვებოდეს.მაგალითად, ჩემს ნახატს „ოქროს თევზი' წარწერა არ აქვს, მას გარშემო თორმეტი ჩანგალი აქვს, მათ შორის ერთი სისხლიანი და იქვე ჩანს ბიბლია, ვფიქრობ მის შინაარსს ყველა მიხვდება, სისიხლიანი კი მათ შორის იუდაა,.ჩვენ ყველას ყველაფერი გვინდა იესოსგან, ყველა შეჭმაზე ფიქრობს, მიუხედავად იმის, რომ უფალი მხოლოდ სიკეთის ქმნას და სხვისთვისაც სიკეთის გაცემას გვასწავლის.

რაც შეეხება სურათს „მოცეკვავე ბალერინა', მასზე მითითებული წარწერა „ქვევიდან ყურებით შენ ღიზიანდები, ზემოდან ყურებით სხვას აღიზიანებ', ეს ადამიანური თავმდაბლობის გამოხატულებაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოდან ყურებით ჩვენ მხოლოდ სხვებს ვაღიზიანებთ, ბალერინა კი უბრალოდ დავხატე, ის ზოგადად ადამიანებს ასახიერებს.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია საკონცენტრაციო ბანაკის სურათი, რომელიც მსოფლიო ტრაგედიაა. სურათზე დახატულია გადახრილი ჯვარი, რომელზეც დაკიდულია ის სანომრე ნიშნები, რომლითაც საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები იყოფოდნენ-რელიგიური, ჰომოსექსუალური, ებრაული, პოლიტიკური ნიშნით დანომრილები. ჩემს სურათში საკონცენტრაციო ბანაკის ყველა მავთულხლართი გავწყვიტე იმის ნიშნად, რომ ეს სისასტიკე და საშინელება აღარასოდეს განმეორდეს მსოფლიოში და აღარავინ გაბედოს მისი გაბმა',-აღნიშნავს მხატვარი.  

და კიდევ ერთი სურათი... ჩამავალი წითელი მზის ფონზე მიცემული პირობა- „კარგად მოვიქცევით!'...მხატვრის განმარტებით, ასეთი სურათი ორია: მზიდან ზურგით შემოტრიალებული ადამიანი, რომელიც პლანეტის მაცხოვრებლებს ბუნების გადარჩენისკენ მოუწოდებს და მეორე სურათი, სადაც უკვე ჩამავალ მზეს უდებს ადამიანი პირობას, რომ ადამიანები ბუნებას კარგად მოექცევიან, გაუფრთხილდებიან სიცოცხლის წყაროს.

მხატვარ გოჩა ბაღათრიშვილის პირველ გამოფენას ივნისის დასაწყისში ლონდონელი მაყურებელი შეაფასებს.

 

geotimes.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები