მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართველ ახალგაზრდებს ე.წ აფხაზურ ჯარში წასვლას აიძულებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს, ე.წ აფხაზურ ჯარში ჩარიცხვას აიძულებენ. როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს გალის რაიონიდან აცნობეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელები და აფხაზი სამართალდამცავები, თითქმის ყოველ ღამე შედიან მათ მიერ კონტროლირებად სოფლებში და ახალგაზრდები ე.წ აფხაზურ კომისარიატში მიჰყავთ.

წყაროს ინფორმაციით, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ფინანსურ ჯარიმასთან ერთად, ქართველებს ფიზიკურადაც უსწორდებიან.

„მთელი ახალგაზრდობა ტყეში გაიხიზნა, ოკუპანტები თითქმის ყოველ ღამე ამოწმებენ ოჯახებს და შესამაბისი ასაკის შემთხვევაში, ბიჭები ჯარში იძულებით მიჰყავთ',- აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და აქვე დასძენს, რომ აფხაზური ჯარიდან თავის დაღწევა, მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში ხდება.

აფხაზეთში საგაზაფხულო გაწვევებზე ინფორმაციას,  სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავაც ფლობს.

„ინტერნეტ.ჯი'-სთან საუბარში, კილანავამ დაადასტურა, რომ ქართველი ახალგაზრდები აფხაზურ ჯარში თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო, წელიწადში ორჯერ, აცხადებს გაწვევას და ჩვენი ბიჭები ხშირად ძალის გამოყენებით მიჰყავთ ჯარში. ჩვენ რეგულარულად ვაყენებთ საქმის კურსში უცხოური მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარ ფაქტებზე',- განაცხადა თორნიკე კილანავამ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები