მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართულ-ებრაული ბიზნეს-პალატა ქართულ მედიას მიმართავს თხოვნით, ტერმინი 'ოფიციალური თელ-ავივი' არ გამოიყენოს

ქართულ-ებრაული ბიზნეს-პალატა ქართულ მედია-საშაულებებს მიმართავს თხოვნით, ისრაელში არსებული დაძაბულობის პერიოდში ტერმინი 'ოფიციალური თელ-ავივი' არ გამოიყენოს. 

'როდესაც მეგობარი სახელმწიფო ტერორისტული დარტყმების ქვეშაა, სასურველია, ამ რთულ პერიოდში ტერმინი 'ოფიციალური თელ-ავივი' ტერმინით 'ოფიციალური იერუსალიმი' ან 'ოფიციალური ისრაელი' შეიცვალოს' - ნათქვამია ქართულ-ებრაული ბიზნეს-პალატის მიმართვაში.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, 'როდესაც საუბარი ისრაელის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ეხება, უნდა გავიხსენოთ ის 10 ათასი რაკეტა, რომელთა დარტყმებიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისრაელზე ხორციელდებოდა და სიტყვა 'დაბომბვა' 'საპასუხო დაბომბვით' შევცვალოთ'. 

ამ ფონზე უცხოური მედია იუწყება, რომ ისრაელი ღაზას სექტორში მოძრაობა 'ჰამასის' ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს. 'ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ 'ჰამასის' 'ბოევიკებმა' წუხელ ისრაელზე სარაკეტო დარტყმები შეწყვიტეს. ისრაელმა სამხედრო თვითმფრინავებით თავდასხმა დღეს ღაზას მედია-ცენტრის შენობაზე განახორციელა, სადაც რამდენიმე მედია-საშუალების ოფისია განთავსებული. მათ შორის არის ბრიტანული სააგენტო 'როიტერის' წარმომადგენლობა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები: - წერს უცხოური მედია.

შაბათს კი პალესტინელმა 'ბოევიკებმა' ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა გაისროლეს.

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები