მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართული მხარე რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხს დააყენებს

ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის მიერ სა­ქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხს დააყენებს.

'ინტერპრესნიუსის' ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ეს ვალდებულება აიღო და რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯს ელოდება.

'23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა აიღო ეს ვალდებულება ევროპარლამენტის წინაშე, შემ­დეგ ეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილებ­შიც დადასტურდა. ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართ ანალოგიურ ვალდებულებას აიღებს,' - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გარდა ამისა, ქართული მხარე მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ძა­ლების შესვლის საკითხს დააყენებს. 'ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დამკ­ვიდრება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. პირველ რიგში, ვგულისხმობთ სამშვიდობო და სა­პოლიციო ძალებს, თუმცა საწყის ეტაპზე ეს უნდა დაიწყოს მონიტორების შესვლით ამ ტერიტო­რიაზე,' - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხსაც დასვამს. 'ველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს რამე ქმედით ნაბიჯს, რათა დაიწყოს ეს პროცესი, მოხდეს პირველი მნიშვნელოვანი ძვრები. აქამ­დე პროცესი არის გაჭიანურებული რუსეთის ფედერაციის არაჰუმანური და ხისტი პოლიტიკის გა­მო და ველით, რომ ეს პოლიტიკა შეიცვლება,' - დასძინა კაპანაძემ.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები