მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ”ქართული ოცნება” ვილნიუსის სამიტს ოპტიმისტური განწყობით ელოდება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს მთავრობის კანცელარიაში კოალიცია 'ქართული ოცნების' წარმომადგენელი დავით ზალკალიანი ესწრება. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნავენ.

'ის ფაქტი, რომ  ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს ვესწრები, მიუთითებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.  გარდა ამისა, ბრიუსელში საქართველოს-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მუშაობაში მივიღე მონაწილეობა. საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია. იმ ინტეგრაციულ  პროცესებს, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, უფრო გავაძლიერებთ,' - ამბობს ზალკალიანი.

დავით ზალკალიანის თქმით, 2013 წლის ვილნიუსის 'აღმოსავლეთ პარტნიორობის' სამიტისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მუშაობა უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მას არ სურს საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას. 'დეკემბერში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტს ველოდებით, რომელიც სამოქმედო გეგმას ჩამოიტანს. ეს საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ. ვეცდებით, რომ დაჩქარებული ტემპით ვიმუშაოთ და 2013 წლის ბოლოსთვის ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, იმის თქმა არ გვინდა, რომ 'ვიზა დიალოგი' აუცილებლად 2013 წლის ბოლოს დასრულდება,' - თქვა დავით ზალკალიანმა.  

news.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები