მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ქართული ოცნება' 'ნაციონალების' ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 'ქართული ოცნება' არ აპირებს იმ ფორმებით ადამიანებთან ურთიერთობებს, რასაც მთელი 8 წლის განმავლობაში ' ნაციონალური მოძრაობა' იყენებდა. 
'მე კარგად მესმის ჩიორა თაქთაქიშვილის და 'ნაციონალური მოძრაობის' სხვა წარმომადგენლების, რომლებიც ადამიანების წინააღმდეგ შანტაჟზე, მუქარასა და ძალადობაზე საუბრობენ. ეს არის სწორედ ის ფორმები, რასაც 'ნაციონალური მოძრაობა' მთელი 8 წლის განმავლობაში იყენებდა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ამ ტიპის ღონისძიების გამოყენებას, რაზეც დღეს 'ნაციონალური მოძრაობა' საუბრობს', - განუცხადა ჟურნალისტებს თინათინ ხიდაშელმა. 
'ინტერპრესნიუსის' კითხვაზე, რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილება, არ გაწევრიანებულიყვნენ უმცირესობაში და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებად დარჩენილიყვნენ, იყო თუ არა 'ქართული ოცნების' გავლენის შედეგი, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ადამიანები გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. 
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' კოალიცია 'ქართულ ოცნებას', პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, დეპუტატებზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. 
როგორც დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ კოალიცია 'ქართულმა ოცნებამ' პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნას, არადემოკრატიული, არაკანონიერი გზებით ხორციელდება მათ დეპუტატებზე ზეწოლა.
მას არ დაუკონკრეტებია პერსონალურად ასეთი დეპუტატები, თუმცა აღნიშნა, რომ გამოიყოფა რამდენიმე კატეგორია. თაქთაქიშვილის თქმით, ზეწოლის ფაქტები ხორციელდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც გარკვეულ ბიზნესებს ფლობენ. გარდა ამისა, ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას მათი ნათესავების მიმართ სიხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მუქარით; მუქარები ხორციელდება ასევე 'ნაციონალური მოძრაობის' აქტივისტებზე, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მათ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები