მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ქართული ოცნება“ 9 მაისს კრემლში ქართველ მოზარდებს აგზავნის

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას'  ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა „პრესა.ჯი'-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში,  იმ პირებს ასახელებს, რომლებსაც მოსკოვში, „პოკლონნაია გორაზე' , 9 მაისს დაგეგმილი დღესასწაულის აღსანიშნავად,  თბილისიდან მოზარდები ჩაჰყავს. 

ლაშა ფარულავა: ჩვენი ინფორმაციით,  „ქართული ოცნების' თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის,   შოთა აფხაიძის ძმა  გიორგი აფხაიძე  ხელმძღვანელობს  ჯგუფს, რომელსაც  „პოკლონნაია გორაზე',  9 მაისს დაგეგმილი დღესასწაულის აღსანიშნავად,  თბილისიდან მოზარდები ჩაჰყავს. 

„ქართული ოცნების' მიზანია,  პუტინს,  ქართველი ახალგაზრდების სახელით, უთხრან, რომ მიუხედავად ქვეყნის 20 % -ის ოკუპაციისა,  ქართველი ახალგაზრდები მათთან ურთიერთობას იწყებენ.  ამას რათქმაუნდა გავაპროტესტებთ, გამოვიყენებთ ნებისმიერ ტრიბუნას. ჩავატარებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, რომ ხმა მივაწვდინოთ ყველა ახალგაზრდას, რომ მათი სახელით „ქართული ოცნება' ოკუპანტ ქვეყანასთან მიდის, რათა პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი იმ გმირების შეურაცხყოფაა, რომლებიც ქვეყნის ერთიანობას შეეწირნენ. 

- პრემიერი აცხადებს, რომ   „ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა,  საბრძოლო მოქმედება მანამ დაიწყო, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა,  თქვენ ამ განცხადებას აქციით პასუხობთ... 

- ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც საქართველოს ინტერესებს აზარალებს. გუშინ,  ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი არ იყო ჩართული ჩვენთან საბრძოლო მოქმედებებში და ჩვენ დავიწყეთ ომი ოს მოსახლეობასთან. ეს არის სრული იდიოტიზმი. სხვა შეფასება ამ უპასუხისმგებლო განცხადებაზე,  შეუძლებელია.

სწორედ,  ამ განცხადებას გავაპროტესტებთ გმირთა მემორიალთან, გავიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნის ერთანობისთვის ბრძოლაში. მათ ბოდიშსაც მოვუხდით, იმისთვის, რომ ჩვენ სამწუხადოდ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მსგავს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. 

პრემიერის უპასუხისმგებლო განცხადებამ, შედეგი გუშინვე მოიტანა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, ივანიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ქართველებმა 2008 წლის ომის დაწყება აღიარესო. 

- 19 აპრილს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე გასვლას ყოყმანობდით, რა გადაწყვიტეთ? 

„კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა' მხარს უჭერს ევროპულ კურსს, სწორედ ამიტომ,  კონსულტაციების შემდეგ აქციაზე გასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ. 19 ში ბუნებრივია პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდება, რაშიც ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ ვერთიანდებით იმ იდეის ირგვლივ,  რასაც პროდასავლური კურსის ურყევობა ქვია. 19 აპრილს,  მივდივართ „ნაციონალური მოძრაობის' მიერ ორგანიზებულ აქციაზე და ვაფიქსირებთ ჩვენ აზრს. 

- გავრცელებული ინფორმაციით,  ღარიბაშვილის უწყება სტუდენტებს აფრთხილებს, რომ მიტინგზე გასვლისგან თავი შეიკავონ, თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას? 

- რამდენიმე დღის წინ,  ჩვენს ორგანიზაციას, სტუდენტმა მომართა განცხადებით, რომელმაც თავის დროზე, 19 აპრილი აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.  მის მიმართ,  უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს აქვს ადგილი. თვითმართველობის წევრები ახალგაზრდას ემუქრებოდნენ, რომ აქციაზე გასვლა გადაეფიქრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ. 

აღნიშნული ინფორმაცია, ჩვენ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მივაწოდეთ. ახალგაზრდული დეპატრამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დამიკავშირდა, მივაწოდე კოორდინატები სტუდენტის, თუმცა აღნიშნულ ახალგაზრდას არავინ დაკავშირებია. ჩვენ ვაპროტესტებთ, უნივერსიტეტში,  შს სამინისტროს წარმომადგენელთა ჩანერგვის ფაქტსაც. რამდენიმე უნივერსიტეტში,  ზონდერ ჯგუფები აქტიურობენ და სტუდენტებს აქციაზე გასვლას უკრძალავენ.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები