მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები 'საიარკის' ელექტრონულ სივრცეში განთავსდება

მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების გვერდით 'საიარკის' ელექტრონულ სივრცეში, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკში, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც განთავსდება. http://archive.cyark.org/ 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ლაზერულ სკანირებას იწყებს. 

უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები ქალაქების, ცალკეული ღირშესანიშნავი ადგილებისა და არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებასა და შესაბამისად პირვანდელი სახით აღდგდენის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. 

ლანდშაფტსა თუ ძეგლის ინტერიერში მოძრავი ლაზერი წამში 50 ათას წერტილს აფიქსირებს. ტრადიციული მეთოდით მოქმედი გეოდეზისტები დღეში სულ რაღაც 200, მაშინ როდესაც ლაზერი საათში მილიონობით აზომვას ახორციელებს. სკანირების შედეგად დგინდება ამა თუ იმ საგნის მასალა და ზუსტი ზომები, რაც ბუნებრივად ძეგლის კვლევისა და მისი განვითარების საუკეთესო საშუალებას იძლევა. 

სამგანზომილებიან ფორმატში მილიმეტრული სიზუსტით პირველად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დასკანერდება და შესაბამისად სწორედ დავით გარეჯის სავანეები მოხვდება 'საიარკის' მსოფლიო მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემაში. 

ლაზერული სკანირების მთავარი მიზანი ძეგლის ზუსტ დოკუმენტირებასა და შესაბამისად ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებას გულისხმობს, თუმცა ამის პარალელურად საირკის საინფორმაციო ქსელში მოხვედრა ძეგლის პოპულარიზაცის განსაზღვრავს, მით უმეტეს რომ 'საიარკის' საინფორმაციო ბანკში განთავსებული ძეგლი პირდაპირ ებმის 'Google' -ის დედამიწის პროგრამას. 

2011 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარდა რამდენიმე ათეული ძეგლის სკანირებას განახორციელებს.

მსოფლიოს ძეგლთა დამცველები და თაყვანისმცემლები საქართულოს ძეგლებს 'საიარკის' საინფორნაციო ბაზასა და 'Google' -ის დედამიწის პროგრამში უახლოეს მომავალში იხილავს.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები