მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოში მმართველი პარტიის - VVD-ს მიწვევით ჩავიდა და ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც ქეთევან ციხელაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, საქართველოს პარლამენტის წევრი, 'რესპუბლიკელი' თინათინ ხიდაშელიც ესწრებოდა. 
ჰოლანდიურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის, მათ შორის არაღიარების პრინციპის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. 
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, მხარეებმა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებიც განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილი და თინათინ ხიდაშელი ვიზიტის ფარგლებში პარტია VVD-ს კონგრესსაც დაესწრნენ. მათ შეხვედრები გამართეს ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ევროპის საკითხების კომიტეტების სპიკერებთან, ასევე საერთაშორისო განვითარების და ჯანდაცვის საკითხების სპიკერებთან.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები