მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქეთრინ ეშტონი - ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზეც უნდა იფიქროს,  - ამის შესახებ რადიო 'თავისუფლებისთვის' მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ქეთრინ ეშტონმა განუცხადა. 
მან კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ პოლიტიკური ფიგურების დაპატიმრებაზეც. 
'ჩვენ მოწმე გავხდით დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველომ მიიღო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ტრანზიციის. მე ვეტყვი პრემიერ ივანიშვილს - ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამდენ ძალისხმევას ახმარს ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვას და, რომ მას ჭირდება, ასევე, იფიქროს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო პოლიტიკის ზოგ გამოწვევებზეც. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით, გაკეთდეს ღიად და გამჭვირვალედ. ასევე ვეტყვი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მისი მემკვიდრეობა უკვე იგრძნობა საქართველოში და მნიშვნელოვანია, მან გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ახალ მთავრობასთან. მნიშვნელოვანია, მან უბიძგოს საქართველოს წინსვლისაკენ იმ საკითხებში, რომელთა რწმენაც მას აქვს, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ურთიერთობისა, რომელიც, მე მჯერა, როგორც ჩვენთვის, ისე ქართველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია',-განაცხადა ეშტონმა. 
ევროპის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი საქართველოს ეწვევა. ჩამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა რადიო 'თავისუფლების' ინფორმაციით , ეშტონი საქართველოს ეწვევა ცენტრალურ აზიაში დიპლომატიური ტურის დაწყებამდე, რომელიც 26-30 ნოემბერს შედგება. 
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები