მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ქეთრინ ეშტონი - ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისადმი სრულ ნდობას გამოხატავს

'ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობისადმი სრულ ნდობას გამოხატავს, _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის განცხადებაშია აღნიშნული . ეშტონის განცხადება მისმა პრესსპიკერმა დღეს გაავრცელა.
'ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მიერ გარკვეული პირობების წარდგენის გამო, ბოლო მომენტში გადაიდო', _ აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში ევროკავშირის დელეგაციის შემადგენლობის გადაწყვეტა სხვა მონაწილის მიერ მიუღებელია. 
ეშტონი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დაწესებულ და შეთანხმებულ პროცედურებზე ნებისმიერი გამოწვევას შეიძლება სერიოზული შედეგები ჰქონდეს. 
'როგორც გაცხადებული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 25 აპრილს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღქმულია ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიერ, როგორც მნიშვნელოვანი იარაღი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებით', _ ნათქვამია ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სტაბილიზაციაში, ნორმალიზაციასა და ნდობის შექმნაში. 
'ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მალე შედგება ყველა მონაწილის სასარგებლოდ', _ აცხადებს ქეთრინ ეშტონი. 
24 აპრილს გალში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის არასასურველ პერსონად გამოცხადება გახდა. 
ამასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით 25 აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 
თანათავმჯდომარეები მხარეებს შეახსენებენ 2009 წლის თებერვალში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ კონსენსუსს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნის გარშემო. 
ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ისეთი პრეცედენტის დანერგვა, რომელიც შესაძლოა, მიმართული იყოს ყველა მონაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა ეს ინტერესები 'მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.' 
რაც შეეხებ აფხაზურ მხარეს, მათ ტიშკევიჩთან მიმართებაში რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, მათ შორის ისიც, რომ 'ტიშკევიჩს და მისიას შეუმჩნეველი დარჩათ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახლოს, უკანონო შეირაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს ქართველმა პოლიტიკოსებმაც'.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები