მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ქრისტიან–დემოკრატებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატივის წარმოდგენის უფლება არ აქვთ

„ქრისტიან-დემოკრატებს' საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლება არ აქვთ.  

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა,  პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა „ქრისტიან-დემოკრატებს' განუმარტა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ალტერნატივის წარმოდგენის უფლება არ აქვთ.

ვეფხვაძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  რეგლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, ალტერნატივას არ ითვალისწინებს, რის გამოც, სხდომაზე ალტერნატიული წინადადება დეპუტატებს აღარ დაურიგდათ. 

შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს' საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ალტერნატიული პროექტი აქვთ, რომელიც საქართველოში ცხოვრების ბოლო 3 წლიან ცენზს უკავშირდება.
კონსტიტუციაში საბოლოო ცვლილებების ფორმულირების თანახმად კი, 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.

Internet.ge

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები