მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ღარიბაშვილის ნეპოტიზმის კიდევ ერთი ნიმუში _ ქალაქის პოლიციის უფროსი

ნეპოტიზმი,  ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი ღერძია. ყველა  დასაქმებული   მხოლოდ  „საოცნებოდან'.  ნეპოტიზმის  ყველაზე უფრო ოჯახური ვარიანტი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროშია:  მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და მისი მეუღლე, მარეხ მთვარელიძე ერთსა და იმავე უწყებაში მუშაობენ. 

მართალია, ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ „რა ვუყოთ, ამ ქვეყანაში ყველა ერთმანეთის ახლობელიაო', მაგრამ ცოლების, მეჯვარეებისა და საკუთარი მამიდაშვილ-დეიდაშვილების გარდა,   დასაქმებული რეალურად ჯერ არავინ გვინახავს.   

 ღარიბაშვილის სამინისტროში,  ნათესავების დასაქმების გამო,  ღარიბაშვილს „შავი ორშაბათი',   საპარლამენტო უმცირესობამ მასთან შეხვედრისას უკვე  დაუყენა.   ღარიბაშვილი ნეპოტიზმის ფაქტებს  კახურად უარყოფდა, თუმცა  რამდენიმე დღეში ღარიბაშვილის „აყვავებული ნეპოტიზმის',  კიდევ ერთ შემთხვევას ვაწყდებით:

უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის  ინფორმაციით, თბილისის პოლიციის უფროსად  ლექსო ჭიკაიძე დაინიშნა. როგორც ნადირაშვილი 'ფეისბუქში' წერს, ახალი პოლიციის უფროსის, ჭიკაიძის მეჯვარეა,  შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა -  პარლამენტის წევრი ლექსო თამაზაშვილი.  ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, პარლამენტის წევრ ლექსო თამაზაშვილის მეგობარი,  დიმიტრი მაისურაძე,  ცოტათი ადრე  დაინიშნა საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად.

  ცოლის ნათესავები ჩემი ნათესავები არ არიანო, ასე დაიძვრინა თავი შს მინისტრმა.  იმედია,  დას მაინც მიიჩნევს მინისტრი  ნათესავად. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის და,  თეა ღარიბაშვილი დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში პროექტების ანალიზის განყოფილების უფროს სპეციალისტად. როგორც იტყვიან, „ოცნების' წევრებს ოცნება აუხდათ, დასაქმება მხოლოდ მათთვის ხდება.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები