მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ღარიბაშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრელ კოლეგას სანდორ პინტერს შეხვდა.
უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა შეთანხმებას. რომელიც ეხება საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დანაშაულის თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობას დანაშაულებების წინააღმდეგ.
შეხვედრისას იმ დანაშაულებებზე იყო საუბარი როგორიცაა ტერორიზმი, იარაღის უკანონო ტარება, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოდანაშაული, ადამიანით ვაჭრობა, უკანონო შემოსვლის ლეგალიზაცია და სხვა.
გარდა ამისა საქართველოსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 'საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ'
ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს იმას, რომ უნგრეთის მოქალაქეებმა საქართველოში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
ასევე, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაონ და დაიცვან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები.

epn.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები