მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ღარიბაშვილმა, შსს-ს გენ-ინსპექციის უფროსად, სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დიშვილი დანიშნა

შს მინისტრი, რომელიც ყველაზე მეტს გვესაუბრებოდა პოლიციის დეპოლიტიზირებაზე, ერთი მხრივ, პოლიტიკური მოტივით ათავისუფლებს ადამიანებს, მეორე მხრივ კი, პარტიული ნიშნითა და სიმამრის რჩევის შესაბამისად ნიშნავს კადრებს მაღალ თანამდებობებზე...

ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკური მოტივით შს სამინისტროდან გაათავისუფლა 100-ზე მეტი პოლიციელი. მათ შორის ორსული ქალბატონიც. სამაგიეროდ, მან, პოლიციის უფროსებად დანიშნა ნათელ-მირონები, მეგობრების ბიძები, მამები და სიმამრის ამხანაგ-ნათესავები...

კერძოდ: შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, კახა თარგამაძის დროინდელი პოლიციის უფროსის, პანკისის ხეობის ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის, თამაზ თამაზაშვილის დიშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი.

ღარიბაშვილის სიმამრის დიშვილის ანუ შს მინისტრის მეუღლის მამიდაშვილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის, კოალიცია „ქართული ოცნების' წევრია და არჩევნების დროს სიღნაღის შტაბის უფროსი იყო.

სავარაუდოდ, ზვიად ჯანყარაშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების' სიღნაღის შტაბის უფროსობასა და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფობას ვერ შესწვდებოდა, რომ არა თამაზ თამაზაშვილი და შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი სათუთი დამოკიდებულება მისი უდიდებულესობა სიმამრისადმი...

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები