მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ყველაზე უსაფრთხო ქალაქის შიშები - პატიმრებს ციხეებიდან ათავისუფლებენ

'ბიბისი' აქვეყნებს დემიენ მაკგინესის სტატიას, სათაურით 'ყველაზე უსაფრთხო ქალაქის' შიშები - პატიმრებს ციხეებიდან ათავისუფლებენ'. 
'საქართველოში ამნისტიის კანონის შედეგად სულ მცირე 3 ათასმა პატიმარმა დატოვა ციხე, უახლოეს მომავალში კი გათავისუფლების გზას 2 ათასი ადგას. თუმცა, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ისინი უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული, მათ საპატიმროში დაუნდობლად ეპყრობოდნენ - საქართველოში შიშობენ, რომ მათი თავისუფლება შესაძლოა, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქალაქს დაემუქროს',-ნათქვამია სტატიაში. 
მასალის ავტორი იხსენებს - თბილისში, გლდანის ციხიდან გამოსულ პირველ პატიმრებს აცრემლებული დედები და ცოლები იკრავენ გულში. ემოციური სცენაა, რადგან გათავისუფლებულების მეგობრებმა და ნათესავებმა იციან, რომ მათი საყვარელი ადამიანი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ უსაფრთხოდაცაა. სწორედ აქ, ამ ციხეში გადაიღეს პატიმრების ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფის ამსახველი კადრები - სკანდალი, რომელმაც ხელი შეუწყო გასული წლის ოქტომბერის არჩევნებში მაშინდელი მთავრობის გადაყენებას. პატიმრების უმრავლესობა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლამდე, ციხის ბადრაგები გამუდმებით სცემდნენ და საზარელ შეურაცხყოფას აყენებდნენ � გაუპატიურების შესახებ შეტყობინება აქ ხშირია.
როგორც გათავისუფლებულებმა მითხრეს, - წერს სტატიის ავტორი, - პატიმრობა პოლიტიკური მრწამსისთვის მიესაჯათ � მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მაშინდელ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ, მაგალითად, მონაწილეობას იღებდნენ 2011 წლის მაისში გამართულ ანტისამთავრობო აქციებში. 
მაგრამ ამ ადამიანებს, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - მანამდე შესაძლოა, შევხვედრივარ კიდეც იმ საპროტესტო აქციებზე. დემონსტრაციებმა ძალადობრივი სახე მიიღო და ოთხი ადამიანი დაიღუპა. დანაშაული ამაში ნაწილობრივ რამდენიმე პოლიციელს დაეკისრა, რომლებმაც შეკრებილების დასაშლელად ძალა გამოიყენეს - რეზინის ტყვიები დაუშინეს და არეულობის დროს მშვიდობიანი მომიტინგეები და ჟურნალისტები რეზინის ხელჯოხებით სცემეს. ვიცი, რადგან თავადაც მომხვდა, - წერს სტატიის ავტორი. სანამ პოლიცია მოვიდოდა, რამდენიმე დემონსტრანტს ვესაუბრე - მათ შორის იმათ, ვინც ქვებს აგროვებდა, მერე რომ სხვებისთვის დაეშინათ და იმათ, ვინც ლითონის ჯოხებსა მალავდა ქურთუკის ქვეშ. ესენი არ იყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, არამედ ბრძოლაზე დაგეშილი ყაჩაღები. 
'ციხის გარეთ გაერთიანებული ოჯახების ბედნიერი სცენის ყურებისას, შეუძლებელია იცოდე, ამ ადამიანებიდან რომელიმე თუ მონაწილეობდა იმ დღის ძალადობაში, მე რომ ვნახე. თუმცა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას ედგა სათავეში, აცხადებს, რომ საზოგადოებაში გათავისუფლებული კრიმინალები დაბრუნდნენ. ბევრი სხვა ქართველიც ერთობ შეწუხებულია. განსაკუთრებით ისინი, ვისაც კარგად ახსოვს ის ძალადობრივი საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამ ჩაიბარა დაახლოებით ათი წლის წინ. 
ქვეყანას, ფაქტობრივად, ორგანიზებული კრიმინალური ბოსები, კრიმინალურ ავტორიტეტებად ცნობილი ადამიანები მართავდნენ. კოდიფიცირებული კრიმინალური ბანდის სტრუქტურა, რომელიც კომუნისტური სახელმწიფოს, 1930-იან წლებში სტალინის შრომა-გასწორებით კოლონების წინააღმდეგონრივი მოძრაობა იყო. 1990-იან წლებში კრიმინალი საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. სახლების გატეხვა და ქუჩაში ძარცვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, რეგიონები წესრიგის დამყარებას ადგილობრივი მაფიის ბოსებისთვის მინდობას ამჯობინებდნენ, ვიდრე კორუფციულ პოლიციასთან მოლაპარაკებას, რომლებსაც ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ, ასე რომ, ცხოვრება აღებული ქრთამის ხარჯზე უხდებოდათ. ყველაფერი სააკაშვილის და მისი დასავლური განათლების მქონე რეფორმატორი თანაგუნდელების მოსვლის შემდეგ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. მან მკაცრი ზომების გატარება დაიწყო დანაშაულის წინააღმდეგ: პოლიციის ახალგაზრდა ოფიცრები გადამზადდნენ და კარგი ანაზღაურება დაენიშნათ - კრიმინალური ავტორიტეტები და მათი დანაშაულებრივი ბანდები კი ან დააპატიმრეს, ანაც ქვეყნა დატოვეს. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სახლის ფანჯარას კვლავ გისოსები ამშვენებს, როგორც წარსულის კრიმინალური დღეების გადმონაშთი, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქალაქია დასავლეთ ევროპის ქალაქებს შორის, რომელიც მე ვიცი', - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი. 
ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, - წერს სტატიის ავტორი, - ერთ დღეს, ჩვენს პროდიუსერს მანქანა ღია დარჩა, რომელშიც ლეპტოპი იდო, ეგ კი არა, კარის კარგად მიკეტვაც დავიწყებოდა, თითქმის ღია იყო. მთელი დღის განმავლობაში გადაღებების დასრულების შემდეგ, ლეპტოპი ისევ თავის ადგილზე დაგვხვდა. ვერც კი წარმომიდგენია, ასეთი რამე დასავლეთ ევროპის სხვა რომელიმე ქალაქში თუ მოხდებოდა. ახლა ბევრი ადამიანი სწუხს, რა მოხდება წინა ხელისუფლების მიერ კრიმინალთან მკაცრი მიდგომის გარეშე. დაბრუნდებიან თუ არა კრიმინალური ბანდები საქართველოში, თუ იფიქრებენ, რომ ახალი მთავარობის მიდგომა ლოიალურია დანაშაულისადმი? და არიან თუ არა კრიმინალური ავტორიტეტები გათავისუფლებულთა შორის? უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში, ქვეყანა გათავისუფლდა ანარქიისა და ქაოსისგან, რასაც ბევრი სახელმწიფოს დიქტატორული პოლიციის ქვეყანად გადაქცევას უკავშირებს'. 
'ახლა არსებობს შუალედური სისტემის შექმნის შანსი: სისტემის, რომელიც არც ავტორიტატულია, არც ანარქისტული. ქართველების დიდ ნაწილს ორივე უკიდურესობა ყელში აქვს ამოსული. მაგრამ საქართველო მაინც რჩება დრამის მოყვარულ ქვეყნად, სადაც ქვეყნის ლიდერი ერთ წუთში შეიძლება მხსნელად აღაზევონ, მეორე წუთში კი კრიმინალში დაადანაშაულონ. და ამჟამინდელი საყოველთაო განწყობა, რაც ათასობით ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას მოჰყვა, იმით არის გამოწვეული, რომ ისინი, ვინც ყოფილმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, პოლიტპატიმრები არიან. საქართველოს კრიმინალური წარსულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ეს ასე არ იყო. დღემდე ქვეყნის ციხეებში რჩებიან ორივე ტიპის უდანაშაულო მსხვერპლნი - ისინი, ვინც შეურაცხყოფისგან იტანჯებოდნენ, და კორუფციული კრიმინალები, რომელთაც ერთ დროს საქართველო ასე საშიშად აქციეს. ახალი ხელისუფლების გამოწვევა კი იმის გარკვევაა, ვინ ვინ არის',-აღნიშნულია სტატიაში.

IPN.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები