მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ყოფილი პოლიციელი მის გათავისუფლებას ოცნების აქტივისტის დაჯარიმებას უკავშირებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის საპატრულო პოლიციიდან გათავისუფლებული დავით ყოლბაიას ინტერესებს ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის' ადვოკატი დაიცავს. 

როგორც ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოლბაიამ ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგას' დახმარების მიზნით 2013 წლის 10 აპრილს მიმართა. 

მათი ინფორმაციით, დავით ყოლბაია და 30-მდე პატრულ-ინსპექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2012 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლეს. ყოფილი სამართალდამცველი აცხადებს, რომ პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე, ახალმა ხელმძღვანელობამ იძულებით დააწერინა.

„რამდენიმე დღით ადრე, სანამ პატაკის დაწერას მაიძულებდნენ, სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ახალი ხელმძღვანელი შალვა შენგელია დაინიშნა, ხოლო მისი უახლოესი მეგობარი, კოალიცია „ქართული ოცნების' სამეგრელოს აქტივისტი ვახტან კუტალია, ჩემს მიერ ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაოდო, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩემი შს ორგანოდან დათხოვნის მიზეზი, განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ კუტალია საკუთარი კავშირების გამოყენებით სამსახურიდან გაგდებით არაერთხელ დამემუქრა.' - აცხადებს დავით ყოლბაია. 

ყოფილი პატრულ-ინსპექტორი აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დასადგენად ზუგდიდის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს - პაატა კაციას შეხვდა. 

„პაატა კაციამ ჩემი დათხოვნის საფუძვლად არარსებული ფაქტი დაასახელა. თითქოს მე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამი მძღოლი გამექცა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ის ასევე დამემუქრა, იმ შემთხვევაში თუ პატაკს არ დავწერდი საქმეს პროკურატურას გადასცემდა' - აღნიშნავს ყოლბაია.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები