მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შალვა რამიშვილმა ''მაესტრო'' დატოვა

''გამარჯობათ :) 'მაესტრო' ჩემთვის განვლილი ეტაპია! მადლობა მის ყველა თანამშრომელს რომელიც გვერდში მედგა ორი წლის განმავლობაში. კონფლიქტით არ წამოვსულვარ... უბრალოდ მე ჩემი თავი ამ ტელევიზიაში ამოვწურე. შევხვდებით ერთმანეთს სხვა ეთერში'' - ასე აცნობა ფეისბუქის მეგობრებს ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ''მაესტროს'' დატოვების შესახებ.

ამ განცხადებამდე გარკვეული პერიოდის წინ კი ''მაესტრომ'' 'შალვა რამიშვილის დილა' დახურა. როგორც ''პრესა.ჯი''-სთან ''მაესტროს'' დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რამიშვილის გადაცემის რეიტინგი არჩევნების შემდეგ დაეცა, რადგან პოლიტიკურად მძიმე თემები, თან დილით, მაყურებელს არ აინტერესებდა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ არხი თვითდაფინანსებაზე გადავიდა, ''მაესტრომ'' რეკლამის მოსაზიდად აქცენტი გასართობ გადაცემებზე გააკეთა.

საუბარი იყო, რომ შალვა რამიშვილი გასართობ გადაცემას წაიყვანდა და ვანო ჯავახიშვილის როლში მოგვევლინებოდა, ეს ინფორმაცია მამუკა ღლონტმაც დაადასტურა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამბიციურმა ჟურნალისტმა ბოლო წუთს გადაწყვეტილება შეცვალა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები