მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიური თავისუფლების კუთხით რუსეთს აკრიტიკებს

რელიგიური თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიში, რომელიც 2011 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების დაცვას ეხება, რუსეთში არსებულ ვითარებასაც ასახავს.

„ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებდა თავისუფალი რელიგიური პრაქტიკის ტერორისტული აქტივობებისა და კრიმინალური ფაქტებისაგან გარჩევას' - ასე არის დახასიათებული რუსეთი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ 2011 წლის მოხსენებაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში რელიგიური თავისუფლების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოიცავდა ექსტრიმიზმის ბრალდების გამოყენებას ზოგიერთ რელიგიური უმცირესობების მიმართ და სხვა ფართო შეზღუდვებს, როგორებიცაა: გამოხატვის თავისუფლებისა და ასოციაციების დაფუძნების შეზღუდვა, რელიგიურ ორგანიზაციად რეგისტრაციაზე უარის თქმა, ღვთისმსახურების ადგილების ხელმისაწვდომობის პრევენცია, რელიგიური და პილიგრიმული მოტივით მოგზაური ვიზიტორებისათვის ვიზაზე უარის თქმას, რელიგიური ორგანიზაციების წევრების დაკავება, შევიწროვება და სხვ.  

„გარდა ამისა, რამდენიმე რადიკალურ-ნაციონალისტური გაზეთი პერიოდულად ბეჭდავდა ანტი-მუსლიმურ, ანტი-სემიტურ და ზოგადად, ქსენოფობიურ სტატიებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ქვეყნის მასშტაბით', - ნათქვამია მოხსენებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები