მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შეუკვეთეთ ვებ-საიტი და მიიღეთ პროფესიონალური ჰოსტინგი უფასოდ

 

'Activecloud' აცხადებს თანამშრმლობას დიზაინერულ კომპანია'ArtMedia'-სთან. 'ArtMedia' ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ მომსახურებებს:

- ვებ-საიტების დამზადება
- ბანერების დამზადება და ინტერნეტ-რესურსებზე განთავსება.
- სარეკლამო ვიდეო და გრაფიკული რგოლების დამზადება
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
- ვებ-ტექნოლოგიების, ვებ-დიზაინის, ვიდეო და ფოტო მონტაჟის სწავლება.

ვებ-ტექნოლოგიების ბაზარზე კომპანია გამოირჩევა დაბალი ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. პროფესიონალი, შედეგზე ორიენრიტებული კადრებით დაკომპლექტებული ჯგუფი, მომხმარებლის ინდივიდუალური სტილის გათვალისწინებით, მუშაობს ნებისმიერი სირთულის პროექტებზე. აქტივქლაუდი მზადაა მომხმარებელს მიაწოდოს ნებისმიერი ტიპის პროფესიონალური ჰოსტინგი, ვირტუალური ჰოსტინგით დაწყებული, საქართველოსთვის ინოვაციური მომსახურებით, 'ღრუბლოვანი' ჰოსტინგის დამთავრებული, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალური გამოყოფილი სერვერი შეცვალა. ახლა საქართველოს მომხმარებლებსაც აქვს საშუალება მსოფლიოში მიმდინარე ჰოსტინგის უახლეს ტენდენციებს აუწყოს ფეხი.

ჩვენს პარტნიორებთან ვებ-საიტის შეკვეთის შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება მიიღოთ პროფესიონალური საიტი უფასო ჰოსტინგითა და 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერით. საერტო შეთანხმების საფუძველზე გამოცხადებული აქციის პირობების მიხედვით: ის, ვინც ვებ-სტუდია 'არტმედიას' შეუკვეთავს მომსახურების მცირე პაკეტს, ჰოსტინგზე ისარგებლებს 50%-იანი ფასდაკლებით. ვინც ვებ-სტუდია ArtMedia შეუკვეთავს მომსახურების პრემიუმ პაკეტს, ისარგებლებს ჰოსტინგით 'ActiveCloud'-საგან უფასოდ! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კომპანიების თანამშრომლობა მოგვიტანს არა მხოლოდ მომხმარებელთა ნდობას, არამედ საშუალებას მისცემს ჩვენს კლიენტებს მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება მინიმალური ხარჯებით. ისარგებლეთფასდაკლებებით და მრავალი ბონუსით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი მომსახურება უფრო მოსახერხებელი და ხელსაყრელი გავხადოთ კლიენტებისა და პარტნიორებისთვის!

ასევე, 'ActiveCloud'-ის ყველა კლიენტისთვის ვებ-სტუდია 'ArtMedia' ყველა მომსახურება ახლა უკვე ხელმისაწვდომია 10%-დან 30%-მდე ფასდაკლებით ჩვენ ვაშენებთ სწორ და საიმედო ბიზნესს! აქცია ძალაშია წლის ბოლომდე!

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები