მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ

შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები დღეს, შეხვედრებს გამართავენ. დელეგაციას საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარე ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი ხელმძღვანელობს.

დღეს, დელეგაციის წევრები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ეკა ტყეშელაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.

შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით სტუმრობს. 13 მაისს, შვედური დელეგაცია ეწვია ქუთაისს და მოინახულა საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

Internet.ge

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები