მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შოთა უტიაშვილი – ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია

დაკავებულები არა ჟურნალისტები, არამედ ჩინოსნები არიან, - ამის შესახებ საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 'კომერსანტთან' ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, ისინი სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები არიან. 
როგორც უტიაშვილი აღნიშნავს, მათ ფოტოების გადაღება და პრესსამსახურისთვის მისი მიწოდება ევალებოდათ და ამის ნაცვლად საიდუმლო ინფორმაციას გასცემდნენ. 
'ჩვენ სულაც არ გვსურდა თავის შერცხვენა და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის უმიზეზოდ დაპატიმრება. ქურციკიძე დიდი სტაჟის მქონე აგენტია. ეს ორი მან გაწვრთნა. გედენიძეს ორი არჩევანი ჰქონდა - ან მოეყოლა შსს-თვის, რომ აშანტაჟებდნენ, ან გაეგრძელებინა. მან მეორე აირჩია', - აცხადებს უტიაშვილი. 
მისი თქმით, ეს საქმე ვახტანგ მაისაიას საქმის მსგავსია. 
'თავიდან ის მიიწვიეს რაღაც კონფერენციაზე, შემდეგ - სემინარზე. ბოლოს რაღაც სამუშაოს შესრულება მოსთხოვეს და უთხრეს, თუ ამას არ გააკეთებ, შენი საქმე ცუდად იქნება და მანაც დაიწყო ინფორმაციის გაცემა ჩვენი სამხედრო ნაწილების განლაგების შესახებ', - აღნიშნავს უტიაშვილი ინტერვიუში. 
მისივე თქმით, ფოტორეპორტიორების საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესიც 'საიდუმლო' გრიფით ჩაივლის, რადგან ის სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება. ჟურნალისტის კითხვას, რატომ დაედო 'საიდუმლო' გრიფი საქმეს საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, უტიაშვილი პასუხობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები