მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შოთა უტიაშვილი – შეუიარაღებელი სპეცრაზმი შიშველი ხელებით ბურჯანაძის ესკორტს ვერ შეაჩერებდა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებას სხვადასხვა საშუალებით მათ შეიარაღებას უკავშირებს. მისივე განცხადებით, სპეცრაზმი შეუიარაღებელი იყო და ძალის გამოყენება კი იმიტომ მოხდა, რომ პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება წარმოიშვა.
'პოლიციამ გააფრთხილა ისინი, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, მათ წინააღმდეგ ძალა იქნებოდა გამოყენებული, ამ ადამიანებმა თავად გააკეთეს არჩევანი. აირჩიეს ის, რომ ასეთ დღეში ჩავარდნილიყვნენ', - აცხადებს უტიაშვილი.
მისივე თქმით, პოლიციის ამოცანა ვინმეს დაჭერა არ ყოფილა. როგორც უტიაშვილი აცხადებს, ბურჯანაძის ესკორტი იქამდე წავიდა, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა.
'სპეცრაზმი შეუიარაღებელი იყო და შიშველი ხელებით და რეზინის ტყვიებით ისინი ამ მანქანებს ვერ გააჩერებდნენ', - აცხადებს უტიაშვილი.
'რეზონანსთან' ვრცელ ინტერვიუში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ასევე ამბობს, რომ ბათიაშვილი მათ არ დაუკავებიათ. უტიაშვილი ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სპეცრაზმელების რისხვა ჟურნალისტებსაც დაატყდათ.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები