მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შსს-ს თანამშრომლებმა მორიგი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

 

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური მასალის თანახმად, შსს-ს თანამშრომლების მიერ აღკვეთილი იქნა ტერორისტული აქტის განხრციელების კიდევ ერთი მცდელობა. სამართალდამცავების მიერ მცხეთის რაიონში დაკავებულ იქნა ბადრი გოგიაშვილი.

დაკავებულ პირს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.

დეტექტივ გიორგი ბუხრაშვილის განცხადებით, ეჭვმიტანილები რუსი სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდნენ.

'დაკავებული პირის აღიარებითი ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის ვლადიმერ ფუხაევის და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომელის ვოვა კიბილოვის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის,  ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან ზემოთ აღნიშნულმა პირებმა შეარჩიეს  თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოთხოვეს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული  ბომბის აფეთქება. შსს აგრძელებს ძიებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ' - განაცხადა ბუხრაშვილმა.

დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას გადაუხდიდნენ 2 000  აშშ დოლარს.

ვიდეო მასალა

 

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები