მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შსს–ის ცნობით, გარდაცვლილია ერთი პოლიციელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთი პოლიციელი, ხოლო 19 დაშავებულია.

'[მიტინგის] ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მიტინგი დატოვა ისე, რომ თავიანთი მანქანებით დიდი სიჩქარით გაიარა ხალხის მასაში, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი პოლიციელი,“– განაცხადა შსს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ბრიფინგზე.

შსს–ის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს 00:10 საათზე მას შემდეგ, რაც სახალხო კრების აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა.

შსს–ის განცხადებით, 'პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო“ დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.

მომიტინგეთა შორის არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა ადგილზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და ხელკეტების გამოყენებით დაშალა აქცია.

“სახალხო კრების' წერილობითი მიმართვის საფუძველზე საპროტესტო აქციების ჩატარება თბილისის მერიის მიერ სანქცირებული იყო 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 25 მაისს მომიტინგეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 26 მაისს უნდა გაიმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ვინაიდან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი 25 მაისის შემდეგ დაშლას არ აპირებდნენ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, სანქციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მერიის წარმომადგენელმა მომიტინგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში იგი არასანქცირებულ ხასიათს მიიღებდა და მათ მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდა,“– ნათქვამია შსს–ის განცხადებაში.

“ისინი სამწუხაროდ პოლიციის ამ კანონიერ მოთხოვნას არ დათანხმდნენ, შედეგად პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა მას შემდეგ, რაც კიდევ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები მოსალოდნელის შესახებ,“ – განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და შსს პატივს სცემს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, 'ოღონდ ეს თავისუფლება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში“.

სივილ ჯორჯია

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები