მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს არჩევნების აღიარებისკენ მოუწოდებს

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კოალიცია 'ქართული ოცნების' ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერსკენ მოუწოდებს.

რადიო „თავისუფლებისთვის' მიცემულ ინტერვიუში  შტეფან ფულეს სპიკერი პეტენ სატანო აცხადებს, რომ ფიულესა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც კოალიცია ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდება.

'ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, 'ქართული ოცნება' ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის' მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტლი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი', - აცხადებს პეტერ სტანო.

როგორც ინტერნეტ.ჯი'-ს აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას კოალიცია „ქართული ოცნების' პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ხელისუფლებას ფულე შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი კოალიციას არ აქვს მოწერილი.

„ჩვენ ქცევის კოდექსს კარგახნის წინ მოვაწერეთ ხელი, ბატონ ფულესთან სატელეფონო საუბარი გვქონდა და მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ იყო',- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება იყო თუ არა შეხვედრის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პრესსპიკერმა ინფორმაციის დაკონკრეტება არ ისურვა. 

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები