მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> შტეფან ფულე - ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა

'ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა' , - ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოწვევაა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
'რაც შეეხება საქართველოს ოქტომბრის არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა. ამ არჩევნებზე კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იქნეს დაცული', _ განაცხადა შტეფან ფულემ. 
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია 'მასთ ქერის' პრინციპი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. 
'პარლამენტსა და საზოგადოებას შორის დიალოგი, კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ლიდერები დაიცავენ რეფორმებს, რომელიც მიღწეული იყო. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რეფორმების მიმართ მიდგომა იყოს სხვაგვარი. უდავოა, რომ თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული და მიმაჩნია, რომ პროგრესი უწყვეტი უნდა იყოს', _ განაცხადა შტეფან ფულემ. 
ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები' დღეს გაიხსნა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი. ასევე, ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები